საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა კუჭავა: საქართველო მხარს უჭერს საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელ ძალისხმევას, რომლის მიზანია ჯანსაღი გარემოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების აღიარება

თავმჯდომარე 21 ოქტომბერი 2021
კახა კუჭავა: საქართველო მხარს უჭერს საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელ ძალისხმევას, რომლის მიზანია ჯანსაღი გარემოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების აღიარება

„საქართველო ამაყობს, რომ არის ევროპის საბჭოს პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის კავშირი ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ათენში, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

კახა კუჭავამ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელ ძალისხმევას, რომლის მიზანია ჯანსაღი გარემოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების აღიარება.

 

„ჩამოვედი, რათა ვისაუბრო გლობალურ პრობლემაზე - ჯანსაღი და მდგრადი გარემოს უფლებაზე. ვთანხმდებით, რომ უსაფრთხო, სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემო არის განუყოფელი ნაწილი ადამიანის უფლებების ფართო სპექტრისა. არცერთი ქვეყანა არ არის დაცული გარემოსდაცვითი გამოწვევებისგან, განსაკუთრებით კი კლიმატის ცვლილებისგან, რომელიც უნდა მოგვარდეს, უპირველეს ყოვლისა - პოლიტიკის პერსპექტივიდან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

მისი თქმით, საქართველომ ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა პრიორიტეტად დაისახა და ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტობის დასასრულს, პირველად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ მომდევნო პრეზიდენტ ქვეყნებთან-საბერძნეთსა და გერმანიასთან ერთად, ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის კავშირების თაობაზე დეკლარაცია მიიღო.

 

„დეკლარაცია ეხება გარემოს დაცვით და კლიმატურ საფრთხეებს და ხაზს უსვამს პრობლემის აღმოსაფხვრელად მიზანმიმართული საერთაშორისო მოქმედების აუცილებლობას“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გარემო. ამ თვალსაზრისით, ქვეყანამ, როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკულ დონეზე ხელშესახებ პროგრესს და შედეგებს მიაღწია.

 

„საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის ძირითადი უფლებების თავის ქვეშ, იცავს გარემოს დაცვის უფლებას და ამბობს, რომ „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

მისი შეფასებით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ უნდა გავხდეთ მეტად ამბიციური და გარემოსდაცვითი დიპლომატია გამოწვევებზე რეაგირებისთვის გამოვიყენოთ. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ გარემოსდაცვითი მოლაპარაკებების უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ ხალხებმა ერთად უნდა იმუშაონ გლობალურ საფრთხეებზე და დღევანდელი და მომდევნო თაობების ინტერესებისთვის საერთო პასუხისმგებლობა აიღონ. სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავამ პარლამენტების როლსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„შეგვიძლია დავნერგოთ ახალი პრაქტიკა, რაც თავის მხრივ, განაპირობებს რომ ეს პროცესი კვლავ დარჩება საერთაშორისო დღის წესრიგში. კერძოდ, გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტებს შეუძლიათ შექმნან პლატფორმა გამოცდილებისა და პრაქტიკის გაცვლისთვის იმ საკითხებზე, რაზეც ისინი მუშაობენ. არც ისე იშვიათია, როდესაც განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც ასევე მოიცავს გარემოს დაცვას, თუმცა სამწუხაროდ გარემო ხდება ყველაზე უმნიშვნელო და აქცენტი სხვა საკითხებზე გადადის. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობა. შემოთავაზებული პლატფორმა მიზნად ისახავს საპარლამენტო კომიტეტებს შორის მხარდაჭერის გაძლიერებას და გამოცდილების გაზიარებას და ამით პოლიტიკური ნების გაძლიერებას საერთო პრობლემების გადასაჭრელად. ეს პლატფორმა უნდა იყოს პრაქტიკული, ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული, ერთიანი პოლიტიკის გატარებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე შეფასებით, მსოფლიო ლიდერებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ მეცნიერებას და ერთობლივად იმუშაონ ცვალებად გარემოსთან ადაპტირებისთვის, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მიმართულებებზეც, რომლებზეც მუშაობა მთელ მსოფლიოში ჯანსაღი და მდგრადი გარემოს შესაქმნელად არის საჭირო.

 

„კითხვის ფარგლებში - თუ როგორ ვხვდებით ჩვენს კოლექტიურ პასუხისმგებლობას, არის პოლიტიკური კითხვა - არა პარტიულობასა და იდეოლოგიაზე, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავერთიანდეთ და შევცვალოთ რაიმე, ახალი ეპოქის დასაწყებად და ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა უფრო მეტად ღირს, ვიდრე საკითხის უგულებელყოფა. ეს გადაჭარბების გარეშე არის გადარჩენის საკითხი. ის ფაქტი, რომ ვიზიარებთ ამ გამოწვევის აქტუალურობას, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ გვჭირდება გაერთიანება, რათა გარემოსდაცვითი უფლებები განუყოფელი იყოს ადამიანის უფლებებისგან, უზრუნველვყოთ პოლიტიკის გამწვანება და უზრუნველვყოთ სამართლებრივი შედეგები მთელი პროცესის განმავლობაში. ამისთვის საჭიროა, წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური კოორდინაცია საერთაშორისო ასპარეზზე უფრო დიდი ზემოქმედებისათვის და ევროპის საბჭოს საქმიანობის გარემოსდაცვითი გაცნობიერებისთვის, მისი საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება არის ძირითადი ელემენტი“, - განაცხადა კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R