საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა კუჭავამ ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა

თავმჯდომარე 09 სექტემბერი 2021
კახა კუჭავამ ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რომელმაც ავსტრიაში პარლამენტების სპიკერების მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, ვიზიტი დაასრულა.

 

ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა კახა კუჭავამ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ სობოტკასთან გამართა.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.

 

„საინტერესო და შედეგიანი სამდღიანი კონფერენცია იყო. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, რომლებმაც მოგვცა საშუალება ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, მათთან, ვინც დაინტერესებული არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით, გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, გამოწვევაზე, რომელთა წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო. ვისაუბრეთ დეოკუპაციასა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას. განსაკუთრებით, გამოვყოფდი ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრას, რომელიც დღეს გაიმართა. იგი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია, ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით, საპარლამენტო დონეზე, გაღრმავების ძალიან კარგ შესაძლებლობას. ვიტყოდი, რომ ზოგადად, საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. გაიმართება ბევრი სხვა ღონისძიებაც, სადაც საქართველო აქტიურად იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტიც შეაჯამა და განაცხადა, რომ კოლეგებმა მას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მყარი მხარდაჭერა დაუდასტურეს.

 

„ხშირად მქონდა კოლეგებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატში, მაგრამ შეუცვლელია პირისპირ შეხვედრები და ამ პირისპირ შეხვედრების დროს მოსმენილი მათი მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ისინი გვერდში გვიდგანან, ელოდებიან იმ ამბიციური რეფორმების განხორციელებას, გეგმების აღსრულებას, რომელიც ჩვენ დღის წესრიგით გვაქვს დაგეგმილი და დარწმუნებული ვართ, რომ მათი მხარდაჭერით და ჩვენი მუშაობით შევძლებთ საბოლოოდ მიზნის მიღწევას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
30 ივნისი 2026

ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

მსგავსი

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო
29 ივნისი 2026

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა
29 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R