გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
მეგობრობის ჯგუფები 29 ივნისი 2026

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი ჭყონიამ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
