საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადება

მედია და საზოგადოება 21 სექტემბერი 2022

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებისთვის საპარლამენტო ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით და თანამშრომლობით, შევიმუშავეთ საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური  პაკეტი.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გარდატეხისა  და ძირეული რეფორმებისთვის  საჭიროა უფრო სიღრმისეული ცვლილებები რაც ასევე იქნა მომზადებული ჩვენ მიერ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის შექმნილ  სამუშაო ფორმატში. თუმცა, 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის, ხელისუფლებას ვთავაზობთ არა ყველა იმ პროექტს, რომელიც შევიმუშავეთ ჩვენს სამუშაო ფორმატში არამედ, იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც შეჯერებულია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და  რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში  შესასრულებლად.

პრინციპულად მიგვაჩნია დეპოლარაზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში (შარლ მიშელის დოკუმენტი)  დაბრუნება და შესრულება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება. ასევე, პრინციპულია საარჩევნო კოდექსის ცვლილება  19  აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ჩარჩოს მიხედვით.

სასამართლოს მიმართულებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო კვალიფიკაციის და რეპუტაციის წევრების არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის დაწყება, გასული წლის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებული დამაზიანებელი  რეგულაციების გაუქმება და სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობა.

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, დაინიცირებულია ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. ხოლო მედია მიმართულებით - 5-6 ივლისის საქმის ეფექტური გამოძიება, მედია საშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებების და სასამართლო პროცესების შეწყვეტა, ალტერნატიული წინადადების წარდგენა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.  

შესაბამისად, თუ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს რეალურად სურთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ლოგიკურია გაიზიარონ  ჩვენ მიერ წარმოდგენილი  ცვლილებების მინიმალისტური და კომპრომისული ვარიანტი და არ შეუქმნან საფრთხე ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსის არმიღების სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი ამ ნაბიჯით ერთ მხარეს რჩება ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები, ხოლო  მეორე მხარეს - „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი.

ვთვლით, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღება და შემდგომში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა.

  • საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R