საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ქეთევან დუმბაძემ საგრანტო პროგრამის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში გამართულ ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 07 ოქტომბერი 2021
ქეთევან დუმბაძემ საგრანტო პროგრამის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში გამართულ ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა

„წარმატებებს ვუსურვებ პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს. თქვენ დღეს ხართ ჩვენი ქვეყნის კეთილი ნების ელჩები ადგილსამყოფელ ქვეყნებში და იმედია ქართული დიპლომატიის მომავალი. მე, როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი, გამოვთქვამ თქვენთან თანამშრომლობის მუდმივ მზაობას და აღგითქვამთ მხარდაჭერას თქვენ მიერ წარმოდგენილი გეგმებისა და ინიციატივების განხორციელებაში“, - ასე მიმართა საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ მონაწილეებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრმა, ქეთევან დუმბაძემ ამბასადორიალზე, რომელიც პროგრამის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა.

 

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრმა, ქეთევან დუმბაძემ მიმართეს.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქეთევან დუმბაძემ საზოგადოებას და დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობა საგრანტო პროგრამების განხორციელებაში, მათ შორის, საპროექტო განაცხადების განხილვისა და კონკურსის მიმდინარეობაში. ქეთევან დუმბაძემ საგრანტო პროექტებთან მიმართებაში საგარეო საქმეთა მინისტრის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მინისტრმა არაერთი ინიციატივა წარმოადგინა.

 

გამოცხადებული საგრანტო პროგრამები სამ მიმართულებას მოიცავდა - იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი, დიასპორული ინიციატივების და უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა.

 

დღევანდელი ვებინარი - სამუშაო შეხვედრა დაეთმო პროექტს - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“.

 

ამბასადორიალში მონაწილეობდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები, სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მისი ტრანსლირება უცხოეთში მყოფი ახალგაზრრდა ელჩებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R