საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ხატია წილოსანი - საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ექნება სურსათის ნარჩენების, მისი პრევენციის, შემცირების და დანაკარგების სწორად მართვასთან დაკავშირებით კანონი

მედია და საზოგადოება 12 ივნისი 2023
ხატია წილოსანი - საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ექნება სურსათის ნარჩენების, მისი პრევენციის, შემცირების და დანაკარგების სწორად მართვასთან დაკავშირებით კანონი

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.


პარლამენტის წევრის ხატია წილოსანის განცხადებით, არსებული შეთანხმებით, კანონის სახელწოდება მიღების შემდეგ ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“.


„კანონპროექტის რეგულირების სფერო ეხება სურსათის ნარჩენების პრევენციას, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში კი აუცილებელია სწორად მართვა. ეს არის სრულიად ახალი კანონი ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც არეგულირებს სურსათის ნარჩენების საკითხს ცალკე, ექსკლუზიურად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ექნება კანონი სურსათის ნარჩენების, მისი პრევენციის, შემცირების და დანაკარგების სწორად მართვასთან დაკავშირებით. ძირითადი მიმართულება, რითაც კანონპროექტი გამოირჩევა, ეს არის ახალი ცნებების, ახალი მიმართულებების შემოტანა კანონმდებლობაში, რომელიც ხელს შეუწყობს სურსათის ნარჩენების სწორად მართვას“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.


როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონი შესაძლებლობას მისცემს როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს, რომ ააწყონ ჯაჭვი და დაკავშირებული იყონ ერთმანეთთან იმგვარად, რომ ორივე მხარისთვის მომგებიანი იყოს ამ საქმიანობაში ჩართვა. სურსათის განაწილებისათვის ქვეყანაში შეიქმნება სურსათის ბანკები. მისივე თქმით, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საგადასახადო შეღავათების დაწესებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება და სურსათის შეწირულობა იქნება წახალისებული.


მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ კანონპროექტი არსებული სახით ყოფილიყო წარმოდგენილი.


ამავე საკითხს უკავშირდებოდა კომიტეტის სხდომაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსი მრჩევლის ჯუმბერ მარუაშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სურსათის ნარჩენების მიმართ საქართველოში მომხმარებელთა ქცევისა და დამოკიდებულების კვლევის შესახებ.


საბოლოოდ, კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე, მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R