საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ხატია წილოსანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 24 თებერვალი 2023
ხატია წილოსანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.


შეხვედრის მონაწილე 70-ზე მეტი ახალგაზრდა დაინტერესდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გარემოს დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობით. ხატია წილოსანმა ისაუბრა განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად გატარებული რეფორმების და საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.


მან სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროპასთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით გარემოსდაცვითი საკითხების ქვეყანაში იმპლემენტაციაზე.


„შეხვედრაზე ვისაუბრეთ 2023 წლის გეგმების შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განახორციელებს იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოხდეს მიღებული კანონების ეფექტურად აღსრულებაზე კონტროლი და მეორე მხრივ, ახალი საკანონმდებლო საჭიროებების განსაზღვრის შემთხვევაში მუშაობა განხორციელდეს სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით სტუდენტები ინტერესდებიან საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობით, რაც ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნებას, ტყით სარგებლობის წესებს და ზოგადად ბუნებრივი რესურსების ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებას უკავშირდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ხატია წილოსანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R