საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კობა კობალაძე - „პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც საფუძველი ჩაუყარა 20 ივნისის არეულობის ინსცენირებას“

25 ივნისი 2019
კობა კობალაძე - „პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც საფუძველი ჩაუყარა 20 ივნისის არეულობის ინსცენირებას“

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, კობა კობალაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა: 

„არავისზე ნაკლებად შეურაცხყოფილები არ ვართ ჩვენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა შემადგენლობა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის სავარძელში ვიხილეთ ჩვენი მოწინააღმდეგე და აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ შესაბამისი შეფასება და განცხადებები მივუძღვენით ამ შემთხვევას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავრილოვი წავიდა, თავის გზას ეწია და ჩვენ აქ ქვეყანა დავანგრიოთ. 

მსურს, გამოვეხმაურო ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს, მათ ჯანსაღ პროტესტს, რაც რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტში ფორუმის გახსნას მოჰყვა. ჩვენს გუნდს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუცილებია, გადადგა ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, უფლებამოსილება მოიხსნა დეპუტატმაც, რომელიც ამ ფორუმის ორგანიზატორი იყო. გარდა ამისა, მიდის სამართლებრივი შეფასება ამ მოვლენების. 

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს. მათი ქმედება იყო ლეგიტიმური. როგორც ვნახეთ, იყო რაღაც გადაცდომები მათ ქმედებაში, ამაზე შესაბამისი შეფასებები მოხდება, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ ის, რომ შემოვარდნილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რა პროცესები მოჰყვებოდა ამას ქვეყანაში. ჩვენს ოპონენტებს აქვთ ამის დიდი გამოცდილება, როდესაც თავიანთ გარკვეულ ისტერიულ ფონზე წამოიკიდებენ სხვადასხვა შემადგენლობას, მათ შორის, ახალგაზრდებს, კრიზისულ სიტუაციას მიატოვებენ, შემდეგ კი დამრიგებლის ტონით გვესაუბრებიან. 

რომელ მეგობრობაზეა საუბარი რუსეთის ფედერაციასთან, თან ვისი მხრიდან არის ამაზე მინიშნება ან რომელ შედარებაზეა საუბარი 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან? 20 ივნისის მოვლენების დინამიკას თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ რამდენჯერმე იყო იერიში მიტანილი პირდაპირ კორდონზე, რამდენიმე ათეული სამართალდამცავი იყო გატაცებული რიგიდან, 97 სამართალდამცავია დაზიანებული. 

ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმ ახალგაზრდების დაზიანება და პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ არეულობის ინსცენირებას,“ - განაცხადა კობა კობალაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R