ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნაკაიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა
მაჟორიტარი დეპუტატები 11 ივნისი 2018

ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნაკაიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან, ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყავროკა-ცეცხლაურის საავტომობილო გზის კმ1+100 მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ხიდის სიგრძე 21 ხოლო, სიგანე 4,8 მეტრია, მოეწყო 4 სარეგულაციო კედელი საერთო სიგრძით 15 მეტრი. სამუშაოები შპს „ავტოგზამ“ შეასრულა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 241 500 ლარს შეადგენდა.
