ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარებმა გენადი მარგველაშვილმა და დიმიტრი მხეიძემ ქუთაისში მცხოვრები, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაცინეტებისთვის დიალიზისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიიტანეს
მაჟორიტარი დეპუტატები 25 მაისი 2020

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარებმა გენადი მარგველაშვილმა და დიმიტრი მხეიძემ ქუთაისში მცხოვრები, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაცინეტებისთვის, შპპ „მეტაკოს“ ჰემოდიალიზის ცენტრში დიალიზისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიიტანეს.
„მეტაკოში“ აღნიშნული პროგრამით 70-მდე ადამიანი სარგებლობს და თითოეული პროცედურისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დიდი რაოდენობაა აუცილებელი.
ქალაქის ხელმძღვანელობამ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა კლინიკა მედიკამენტების გადასაცემად იმის გათვალისწინებით შეარჩიეს, რომ ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები კორონავირუსით დაავადების მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აუცილებელი მედიკამენტებით შეუფერხებლად მომარაგება.
