საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე ელისაშვილმა გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრეს

მედია და საზოგადოება 16 იანვარი 2023
ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე ელისაშვილმა გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრეს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრები ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხები განიხილეს.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანმა გერმანელ დიპლომატს პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ ხედვა გააცნო.

 

მისი თქმით, გერმანიის ელჩთან შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით არის შექმნილი და რამაც შესაძლოა ქვეყანას ხელი შეუშალოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.

 

„გერმანიის ახლად დანიშნული ელჩი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესდა. პიტერ ფიშერს ჩვენი ხედვა გავაცანით, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები მიმოვიხილეთ“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

 

პარლამენტის წევრების და გერმანელი დიპლომატის შეხვედრას ელჩის მოადგილე, ტანია ჰუტი დაესწრო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R