ლევან მახაშვილი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციას შეხვდა
მედია და საზოგადოება 16 Apr 2026

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ორმხრივ დღის წესრიგში არსებული გამოწვევები და ურთიერთობების შემდგომი ნაბიჯები.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული დიალოგის საჭიროებას.
