საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ

მედია და საზოგადოება 03 სექტემბერი 2022
მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის წევრებს - სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეს მარინა კალიურანდს, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიკსერს და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრს, ტონინო პიცულას შეხვდა.

ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრა, ასევე, გამართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის უფროსთან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მთავარ მრჩეველთან, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მმართველ დირექტორთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებისას, მხარეებმა, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ბრიუსელში 31 აგვისტო-2 სექტემბერს გაიმართა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან გამართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R