საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მონაწილეობს

მედია და საზოგადოება 27 ნოემბერი 2023
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მონაწილეობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მადრიდში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

 

მაკა ბოჭორიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საჭიროებაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

 

„გასული წლის ივნისის გადაწყვეტილებიდან დღემდე ბევრი რამ გავაკეთეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მიუხედავად გამოწვევებისა, არ შეგვინელებია ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმები. შედეგად, გაფართოების ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გამოსცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ყველანაირი საფუძველი არსებობს დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის.

 

„ევროკავშირის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას ელის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვისთვისაც ევროპა საკუთარი სახლია. ეს გადაწყვეტილება ერთნაირად ჭირდება საქართველოსაც და ევროკავშირსაც, ვინაიდან სწორედ მან უნდა ჩაუყაროს საფუძველი იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრებში ესპანეთის პარლამენტის მოწვევით მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში განიხილება ევროკავშირის ესპანეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგი და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია და ენერგეტიკული კრიზისი, უკრაინაში არსებული სიტუაცია.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარეს ბუენო, ესპანეთის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის საკითხებში პასკუალ ნავარო, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე მარლასკა, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარი - ილვა იოჰანსონი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ოტმარ კარასი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R