საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე (CFSP/CSDP) სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 09 სექტემბერი 2024
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე (CFSP/CSDP) სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ბუდაპეშტში ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.


მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროკავშირის უსაფრთხოების კონტექსტში გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი.


„გასულ წელს, ევროკავშირმა ევროპაში ყველაზე მოწყვლად და ყველაზე მტკიცე ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას - საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ჩვენ კარგად ვიცით რა არის რუსული აგრესია. გამოცდილი გვაქვს, რამდენად რთულია ქვეყნის ტრანსფორმაცია, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, როცა რუსეთის მიერ გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ხელშესახები პროგრესის მიღწევა და საქართველო ვაქციეთ მიმზიდველ ქვეყნად, უდიდესი შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ევროპის უკეთესი მომავლის ფორმირებაში”,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.


მაკა ბოჭორიშვილმა გაფართოების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის საჭიროებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებას.


„გაფართოების მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის პროგრესს და გამოყენებული იქნას როგორც დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, როგორც ეს მოხდა 2 წლის წინ, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, დაუსაბუთებელ აღქმების საფუძველზე, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გაძლიერება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


გაფართოების საკითხებზე გამართულ დებატებში ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი და უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი იანოშ ბოკა მონაწილეობდნენ.


ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - უნგრეთის მასპინძლობით იმართება და მასში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R