საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი - მოველით, რომ წელს ევროკავშირი, სამართლიანი შეფასებების საფუძველზე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს და კანდიდატის სტატუსს საქართველოს მიანიჭებს

მედია და საზოგადოება 11 ივნისი 2023
მაკა ბოჭორიშვილი - მოველით, რომ წელს ევროკავშირი, სამართლიანი შეფასებების საფუძველზე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს და კანდიდატის სტატუსს საქართველოს მიანიჭებს

ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთორმეტე სხდომა გაიმართა.


სხდომას, თანათავმჯდომარეები, - მაკა ბოჭორიშვილი და მარინა კალიურანდი ხელმძღვანელობდნენ.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, აგრეთვე, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების, საქართველოს სახალხო დამცველის და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები.


კომიტეტზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და ევროპარლამენტარებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.


ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარისთვის პრიორიტეტად რჩება დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.


„საქართველოს მიერ 2022 წელს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე არის ქვეყნის კონსტიტუციური მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი. ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი გადადგამს მტკიცე ნაბიჯს და წელს საქართველოს მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების შესრულება და ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებულია, საქართველოს გააჩნია პოტენციალი გახსნას ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები და წვლილი შეიტანოს უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. მოველით, რომ წელს ევროკავშირი, სამართლიანი შეფასებების საფუძველზე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს და მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს საქართველოს, რაც წაახალისებს ევროპულ გზაზე ჩვენს წინსვლას სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად. იმედი მაქვს, ევროპარლამენტი ხელს შეუწყობს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენი კომიტეტის დღევანდელი მუშაობა საფუძველს ჩაუყრის ამ პოზიტიურ დინამიკას,” - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მორიგ სხდომას თბილისში გამართავს.


​საპარლამენტო დელეგაციას წარმოადგენდნენ მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
30 ივნისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R