საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა პრაღაში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

მეგობრობის ჯგუფები 12 ნოემბერი 2022
მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა პრაღაში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა, პრაღაში, ორმხრივი შეხვედრები გამართეს.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს ჩეხეთის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავჯდომარე ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.


შეხვედრებისას მხარეებმა, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი მიმოიხილეს.


იმსჯელეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავ ზღვაზე თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის როლსა და მხარდაჭერაზე.


​შეხვედრებისას, ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.


მხარეებმა, ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, საქართველოს მნიშვნელობა და როლი აღნიშნეს, ისაუბრეს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე. განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.


​პრაღაში, მაკა ბოჭორიშვილის და ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის სენატში ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, ვლადისლავ ვილიმეცთან და საერთაშორისო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავჯდომარე, პაველ ფიშერთან; ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან პიოტრ ფიფკასთან და ონდრჟეი კოლარჟთან, რომელიც ასევე, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R