საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე - ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას

მედია და საზოგადოება 23 აპრილი 2024
მამუკა მდინარაძე - ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას

„ტოლერანტობა და ადამიანის უფლებების დაცვა ქართველებს არ გვესწავლება, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას. ყველას აქვს უფლება, როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ განსხვავებული, არატრადიციული ცხოვრების წესის თავს მოხვევას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.

მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ნებისმიერი ადამიანის უფლება იყოს დაცული.

„მარტივი პრინციპია, ერთი მხრივ, უფლებები დავიცვათ და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები და მომავალი თაობები დავიცვათ არაჯანსაღი ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მართალია, ქვეყანაში სხვა ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა ერთ-ერთი პრობლემა გახდა.

„ჩნდება რაღაც ახალი გამოწვევები, რომელსაც მყისიერად თუ არ მივუსწარით, მერე შეიძლება ვერ დაეწიო მისი გამოსწორების გზებს. დღეს საქართველოში ბავშვებს აჩვენებენ ანიმაციურ ფილმებს, სადაც ცენტრალური პათოსი ის არის, რომ თურმე ბედნიერი ამის გარეშე ვერ იქნები თუ ასეთი ცხოვრების წესით არ იცხოვრე, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ახლა არ გვაქვს, ამიტომ ან მოუწევთ ჩვენ რადიკალურ ოპონენტებს მხარი დაგვიჭირონ, ან არჩევნებზე მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით ბევრ ცვლილებას შევიტანთ თუ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R