საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“

მედია და საზოგადოება 05 მარტი 2021
მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები გააცნო მედიის წარმომადგენლებს, რომლის თანახმად, 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 77,2 საერთო ფულით, მსოფლიოში მეთორმეტე ხოლო, ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის, მე-7, ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული.

„საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. ფონდის მიერ გამოყენებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან პანდემიის დასრულებასთან ერთად, ეკონომიკის აღდგენის გზაზე ჩვენს ქვეყანას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ბიზნესების დაწყება სჭირდება რაც საბოლოოდ, სიღარიბის მაქსიმალურად შემცირებაზე, მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე, მათ დასაქმებასა და კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში აქვს წინსვლა, რაც სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების წარმატებულ ნაბიჯებთან და რეფორმებთან არის დაკავშირებული და როგორებიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლოს ეფექტიანობა და მიუკერძოებლობა, გადასახადების გამარტივება, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ა. შ.

„დღეს, ეკონომიკა ეტაპობრივი აღდგენის გზაზეა. ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვას, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ბიზნესის სტიმულირებას შორის ოქროს შუალედის დაცვაზეა ორიენტირებული. ამავდროულად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის კეთების სიმარტივის და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსით კვლავაც მოწინავე პოზიციებზეა, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ ტემპს, რაც ჰქონდა პანდემიამდე და რასაც თითოეული ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს. ამავდროულად, აუცილებლად უნდა დავამატოთ, რომ გარდა რეფორმების გატარებისა, დამატებით საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია კორონა ვირუსთან ბრძოლაში და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა, რაზეც აბსოლუტურად ყველა მხარემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მოწოდებებიც ასეთი იყო ჩვენი მეგობრებისგან და პარტნიორებისგან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა
05 ივნისი 2026

სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა

მსგავსი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელა
05 ივნისი 2026

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელა

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო
05 ივნისი 2026

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R