საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციურ კანონპროექტში არის პუნქტები, რომელიც არასრულწლოვანებს პოპულარიზაციის და პროპაგანდის მავნე შედეგებისგან იცავს

მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2024
მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციურ კანონპროექტში არის პუნქტები, რომელიც არასრულწლოვანებს პოპულარიზაციის და პროპაგანდის მავნე შედეგებისგან იცავს

„საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს დაემატება მესამე პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა“ უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის კანონით და რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. ეს არის დათქმა, ხიდი კონსტიტუციურ კანონთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციაში მხოლოდ ეს პატარა ჩანართი იქნება, ასევე იქნება კონსტიტუციური კანონი, რომელიც უშუალოდ, დეტალურად აღწერს რა პუნქტებს შეეხება ახალი ინიციატივა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი მხოლოდ ერთი მუხლისგან და 8 პუნქტისგან შედგება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, პირველ პუნქტში გაწერილია, რომ კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

„ჩვენ ამით, კონსტიტუციაში ჩაწერილ დეფინიციას კიდევ უფრო ვამყარებთ. სამოქალაქო პარტნიორული ურთიერთობა აიკრძალება, რაც ქორწინებასთან იქნება მიმსგავსებული. შემთხვევით არ გვიწერია სიტყვები „გენეტიკური“. საუბარია მხოლოდ გენეტიკური მამაკაცისა და გენეტიკური ქალის ურთიერთობაზე. ჩვენ ვკრძალავთ ერთნაირსქესიანებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დადებასაც, რაც იქნება ქორწინებასთან მიმსგავსებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პროექტის თანახმად, არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

„ამით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვანის უფლებას, რომელიც არ უნდა აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც ერთნაირსქესიანები ცხოვრობენ ერთად და არქმევენ ამას ქორწინებას. კანონის მიღების შემდეგ, შვილად აყვანა დაუშვებელი იქნება იმ ადამიანის მიერ, რომელიც არის თავისნაირი სქესის ადამიანთან პარტნიორ ურთიერთობაში“, - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

საკანონმდებლო ინიციატივი
ს თანახმად, ასევე აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

„საქართველოში სქესის შეცვლასთან დაკავშირებულ მანიპულაციას ადამიანი ვერ ჩაიტარებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

პროექტის თანახმად, ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

„ვერც დედის და ვერც მამის დაძახებას ვერავინ ვერასდროს აკრძალავს და ეს იქნება კონსტიტუციით გარანტირებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკანონმდებლო ინიციატივის 6-7-8 პუნქტებში აღნიშნულია: აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული; ასევე აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.


„ეს სამი პუნქტია, რომელიც იცავს არასრულწლოვანებს პოპულარიზაციის და პროპაგანდის მავნე შედეგებისგან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელა
05 ივნისი 2026

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს
05 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
05 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R