საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 31 ოქტომბერი 2023
მამუკა მდინარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ხიდეკი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


მხარეებმა ისაუბრეს ქართველი და იაპონელი პარლამენტარების გაცვლითი ვიზიტების შედეგებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.


„ბევრი პოზიტიური გამოცდილება შეიძლება გავიზიაროთ იაპონიისგან. ჩვენ ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს - ტრადიციებით, წარსულის პატივისცემით, მომავალზე ზრუნვით, პროგრესულობით და ბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს ამ პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისთვის ეკონომიკის, ტექნოლოგიების, სამედიცინო თუ სხვა სფეროებში პროექტების განხორციელების კუთხით. ჩვენი მხრიდან მადლიერება გამოვხატე ამ დაპირებისთვის. ბუნებრივია, ამ პროექტებში ჩვენი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით ჩაერთვებიან და კონკრეტულ შედეგებზე გავალთ, რადგან იაპონიაში ამ მიმართულებებით შედეგები რამდენად შთამბეჭდავია, ვხედავთ. იაპონიის ელჩი სხვადასხვა ფორმატებში მონაწილეობის მისაღებად დავპატიჟეთ, რაზეც დაგვთანხმდა და ეს პოზიტიური ურთიერთობა, ბუნებრივია, მომავალშიც გაგრძელდება.
ზოგადად, ბოლო პერიოდში, ელჩების მხრიდან ძალიან პოზიტიური გზავნილები მოდის. ბევრი კარგი ახალი ელჩი ჩამობრძანდა საქართველოში, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ გადატვირთვას ძალიან პოზიტიური ხასიათი აქვს. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი კიდევ უფრო ოპტიმისტური ხდება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R