საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობა 05 აპრილი 2024
მამუკა მდინარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.


მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.


„რეალურად, ის ინტერესები რაც საქართველოს ევროკავშირთან აერთიანებს უცვლელია, რაზეც ელჩთან ბევრი ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, სლოვაკეთის ელჩი დაინტერესდა ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტით. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის მხრიდან, წინა წლისგან განსხვავებით, ცოტა სხვა პოზიციაა. ცუდია, რომ ჩვენ მიმართ არის კრიტიკა, თუმცა ამ კრიტიკას სამართლიანად ვერ ჩავთვლით. სხვა ქვეყანა კრიტიკას არ უნდა იღებდეს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ევროკომისიამ ევროკავშირში თავად დააინიცირა. ეს არ არის სამართლიანი, ისევე როგორც, თავის დროზე, სამართლიანი არ იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილება.
ელჩმა, ჩვენი ქვეყნის მიმართ სლოვაკეთის უდიდესი მხარდაჭერა დააფიქსირა. ჩვენ, სლოვაკეთთან პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებსაც ვაძლიერებთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მთავრობის იმ წარმომადგენლებს, ვინც ამაზე პასუხისმგებელნი არიან. მათი დამსახურების შესახებ სტუმარმაც აღნიშნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების მზარდ დინამიკას, რაც კიდევ უფრო მეტი განვითარების საფუძველს იძლევა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R