საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მანანა კობახიძე გენდერული თანასწორობის 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

მედია და საზოგადოება 22 Mar 2016
მანანა კობახიძე გენდერული თანასწორობის 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიში“ გენდერული თანასწორობის 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ გახსნა. მისი განცხადებით, ამ ეტაპისთვის ძალიან აქტიური დისკუსია მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამოქმედო გეგმების შემუშავებას, მომზადებას, დამტკიცებას და შემგომი მონიტორინგის პროცესს უკავშირდება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი სამოქმედო გეგმები მომზადებული, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნას სწორედ მთავრობის მხრიდან, ხოლო რაც შეეხება პარლამენტს, მას უნდა დარჩეს სწორედ კონსტიტუციით, კანონით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებები - განახორციელოს ზოგადი მონიტორინგი, განახორციელოს ზოგადი ზედამხედველობა და კონტროლი იმ საქმიანობაზე, რასაც ამ სფეროში, რომელსაც გენდერული თანასწორობა ჰქვია, განახორციელებს მთავრობა მასში შემავალი სამინისტროების და უწყებების მეშვეობით ანუ ინსტიტუციური მექანიზმის სრულყოფა და გარკვეული რეფორმა ამ მიმართულებით დაწყებულია“,-აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.

მანანა კობახიძემ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და ადგილობრივ საკრებულოებში ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას ითვალისწინებს: „ცვლილება ადგილობრივი თითმმართველობის დონეზე ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას ეხება, რაც აქამდე არ გვქონდა და ეს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ამოცანა და ერთ-ერთი ვალდებულება იყო. მიხარია, რომ ამ დროისთვის ეს ვალდებულება პრინციპში შესრულებულია, იმიტომ, რომ ძალიან მალე მეორე და მესამე მოსმენითაც მივიღებთ კანონს და ჩვენ ყველა თვითმმართველ ერთეულში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ადგილობრივ საკრებულოებში გვეყოლება ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოები, რომლებიც იქნებიან ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებაზე და იმ რეკომენდაციების შემუშავებაზე პასუხისმგებელნი, რომლებსაც წარუდგენენ ისინი სწორედ მუნიციპალიტეტის როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე გამგებელს. გამგეობებში განსაზღვრული იქნება კონკრეტული საჯარო პირი, რომელიც უკვე კანონის შესაბამისად იმუშავებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი შეკრება ნიუ-იორკში, გაეროს ცენტრალურ ოფისში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას - ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მე-60 სესიას ემთხვევა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს მთავრობის და ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების სახელით განაცხადი გაკეთდა. ეს იყო პრაქტიკულად, პასუხისმგებლობების აღება სამომავლო საქმიანობაზე გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყნის პოლიტიკის სრულყოფის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პასუხი 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის და კერძოდ, ამ დღის წესრიგის მე-5 მიზნის მიმართ, რომელიც სწორედ ეხება გენდერულ თანასწორობას, ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას, ქალთა გაძლიერებას და განსაკუთრებით, მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე წარმომადგენლობის გაზრდას“,-აღნიშნა მანანა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ხარვეზებია და ამის შესახებ საერთაშორისო დონეზეც იყო საუბარი. მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში ქალბატონების 12%-იანი წარმომადგენლობა სრულიად არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც მთელ მსოფლიოშია აღიარებული და ეს ხარვეზი დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს: „ამისთვის, იცით, რომ ჩვენ პოლიტიკური განაცხადიც გავაკეთეთ, როდესაც გენდერულმა საბჭომ და მისმა წევრებმა მოვახდინეთ ინიცირება საკანონმდებლო ინიციატივისა სავალდებულო კვოტის შემოღების შესახებ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არ არსებობს კონსესუსი თავად კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის, რაც პრობლემაა.

ეს ის საკითხია, რომელიც კონსესუსის გზით უნდა მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ცვლილების განხორციელება, ასე ვთქვათ, უბრალოდ შეუძლებელი იქნება. თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა. კვოტირებაზე აქტიურმა საუბარმა, გენდერული საბჭოს მხრიდან ამ საკითხის აქტიურმა მხარდაჭერამ, თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან ძალიან აქტიურმა ბრძოლამ და ამ საკითხის ლობირებამ გარკვეული შედეგი ალბათ უკვე გამოიღო, როდესაც ცალკეული პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, კოალიციაში შემავალი პარტიები და მათ შორის ოპოზიციური პარტიები, აქტიურად საუბრობენ უკვე იმაზე, რომ შიდა პარტიულ კვოტას აუცილებლად დაიცავენ. მათ შორის ვსაუბრობთ ჩვენ, „ქართული ოცნება“, ვსაუბრობთ კოალიციაში შემავალი სუბიექტები, რომ მომავალ პარლამენტში, ქალთა წარმომადგენლობა იყოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული“.

მანანა კობახიძემ მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში და მის სააგენტოებს: გაეროს განვითარების პროგრამას, გაეროს ქალთა ორგანიზაციას და გაეროს მოსახლეობის ფონდს საქართველოს პარლამენტთან ერთობლივი პროგრამის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც გენდერულ თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. მან აქტიური ჩართულობისთვის და საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და დონორ ორგანიზაციებს. „მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო დონორი ორგანიზაციების როლი, კერძოდ, შვედეთის მთავრობისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიმართ მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო გამომდინარე იქიდან, რომ მათი ფინანსური მხარდაჭერისა და ზოგადად პარტნიორობის გარეშე, რთული იქნებოდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება“,-აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, შომბი შარპიმ მიმართა.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობისთვის გენდერული თანასწორობა პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. შეინიშნება საკმაოდ დიდი პროგრესი ახალი კანონებისა და რეგულაციების კუთხით და აგრეთვე მთავრობასა, დონორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ახლა უკვე დადგა დრო, რომ ეს ყველაფერი ვაქციოთ რეალობად-შემოვუყვანოთ უფრო მეტი ქალი პოლიტიკასა და ბიზნესში და მივანიჭოთ მათ თანაბარი სამუშაო პირობები და ანაზღაურება. მსოფლიო გამოცდილება ამტკიცებს, რომ რეალურ თანასწორობას მოაქვს სარგებელი არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ აძლიერებს მათ ოჯახებს და დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე“,-განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

გენდერული თანასწორობის 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგების პრეზენტაცია გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტმა ირინა ჟვანიამ წარმოადგინა. გეგმის შესრულების ერთწლიანი ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას 2015 წელს გატარებული ღონისძიებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში. პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა.

გენდერული თანასწორობის 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგების პრეზენტაციასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: „ძალიან მნიშვნელოვანია შევაჯამოთ ის სამუშაო, რომელიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებმა გასწიეს და ვფიქრობთ, რომ გარკვეული პროგრესი ჩვენ ამ მიმართულებით გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საკანონმდებლო ცვლილების დონეზე შევზღუდეთ არასრულწლოვანი პირების ქორწინება და მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, ისიც სასამართლოს თანხმობითაა ეს შესაძლებელი. ეს ნამდვილად პროგრესად ჩაითვალა თვითონ გაეროს ფორუმზეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია, რა მოთხოვნასაც ჩვენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი გვიყენებდა და რაც მნიშვნელოვანია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების თვალსაზრისით. ჩვენ ვემზადებით აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე უკვე პირველი მოსმენით არის მიღებული კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას ეხება.

ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის აკრძალვის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც თვითონ თვითმმართველობის ორგანოები ასევე ერთვებიან ძალადობის მსხვერპლების რეაბილიტაციის საკითხებში და გარკვეული ვალდებულებები თვითონ თვითმმართველ ორგანოებსაც განესაზღვრებათ იმ ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი მათ მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულად ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, გარკვეული ტრენინგ მოდულები ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების თითოეულ უწყებაში და განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ცნობიერების ამაღლებას ეთმობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრესია სასჯელაღსრულების მიმართულებით. იცით, რომ ქალი პატიმრების უფლებების დაცვის თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, იგივე პაემნებთან დაკავშირებით, იგივე, მათ ადგილზე დასაქმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ სამწლიანი გეგმის შესრულების დასრულებისას ქვეყანას ექნება გარკვეული პოზიტივი როგორც საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკულად გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით“.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. პრეზენტაციას საქართელოს მთვარობის, პარლამენტის, საერთაშორიოს ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

მსგავსი

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 Jun 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 Jun 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 Jun 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 Jun 2026

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R