საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ჯაში, რევაზ არველაძე, სიმონ ნოზაძე და თეიმურაზ ჭკუასელი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს განახლებულ სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 13 აპრილი 2018
მარიამ ჯაში, რევაზ არველაძე, სიმონ ნოზაძე და თეიმურაზ ჭკუასელი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს განახლებულ სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან და კომიტეტის წევრებთან ერთად, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტების კვირეულის ფარგლებში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

დეპუტატებმა უნივერსიტეტის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, სასწავლებლის შენობაში 50 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა სარემონტო სამუშაოები, რის გამოც სრულად იყო მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა. 

მარიამ ჯაშის შეფასებით, სახეზეა ძალიან დიდი ცვლილებები. „საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სასიკეთო ცვლილება იქნება, ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯომარემ აუდიტორიების, სააქტო დარბაზებისა და ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდეგ.

„მთლიანად ხდება გადახედვა სტუდენტების დაფინანსების სისტემის. ეს ეხება არა მხოლოდ სახელოვნებო დარგს, არამედ, ზოგადად, განათლების სისტემას. ჩვენ 2250 ლარიანი ვაუჩერით ვასწავლით ინჟინრებსაც, ექიმებსაც და სხვადასხვა ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტებსაც, რომლებზეც შედარებით ნაკლები დანახარჯი აქვს-ხოლმე სასწავლებლებს. სამივე მიმართულებით და განსაკუთრებით კულტურის სფეროში ვითხოვ დაფინანსების გაზრდას. ყველანაირად ვეცდები, რომ წლევანდელი ნიშნული შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან სტუდენტებს აუწყა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალი სასწავლო წლიდან, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს ექნება სრულიად ახალი ტელესტუდია და აღნიშნული სტუდიისთვის საჭირო შესაბამისი თანამედროვე ტექნიკა. ტელესტუდია სამივე სახელოვნებო უმაღლესის (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია) სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ აღნიშნული ტექნიკითა და სივრცით.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის I კორპუსის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღდგა თეატრალური უნივერსიტეტის შენობის მთავარი შესასვლელის კიბე და ბაქნების დაზიანებული ადგილები, უკანა ფასადი, ეზოს შესასვლელები, სრულად გარემონტდა შენობის ინტერიერი და სასწავლო აუდიტორიები. რესტავრაცია ჩაუტარდა რუსთაველის თეატრის მე-3 დონეზე მდებარე აკაკი ხორავას სახელობის აუდიტორიის თანდართულ ორიენტალისტურ მოხატულობას. უნივერსიტეტის სასწავლო სცენა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური აპარატურით, ასევე, გარემონტდა მაყურებელთა დარბაზი. მთლიანად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობა, გათბობისა და გაგრილების სისტემები, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, გამაგრდა სართულებსშორისი გადახურვა, ტექნიკურად გაიმართა შენობაზე დადგმული კოშკები და სველი წერტილები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა
03 ივნისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

მსგავსი

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა
30 მაისი 2026

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა

მარიამ ლაშხი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
28 მაისი 2026

მარიამ ლაშხი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა
27 მაისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
25 მაისი 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R