საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 27 ნოემბერი 2025
მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბავშვთა უფლებების დაცვასა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს.

მარიამ ლაშხის განცხადებით, საუბარი შეეხო ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემას - ბავშვთა უფლებების დაცვას კიბერსივრცეში.

მისივე თქმით, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ძუძუთი კვების საკითხზე, რომელზეც „იუნისეფს“ შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი. მაგალითად, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგისას, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა სტანდარტები უნდა დავიცვათ. ასევე შევთანხმდით, რომ ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა. 

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულთან დაკავშირებული საკითხები გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. როგორც რატი იონათამიშვილმა  აღნიშნა, აუცილებელია ისეთი მიდგომის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვას, რეაბილიტაციასა და მხარდაჭერის მექანიზმებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს, რომლებიც დღეს კანონთან კონფლიქტში არიან, სრულწლოვან ასაკში ჰქონდეთ მოტივაცია განათლების მიღების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობების მიმართ და არ განვითარდეს კრიმინალისკენ მიდრეკილება“,  - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის  წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და მომავალში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R