მე-11 მოწვევის პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა
პლენარული სხდომები 03 თებერვალი 2026

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები იმართება.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
