საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე და მერაბ ქვარაია ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 18 თებერვალი 2020
ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე და მერაბ ქვარაია ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში, სამუშაო შეხვედრა გამართეს ნიდერლანდებში მოქმედ ქართულ დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

შეხვედრაზე განიხილეს ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხი. ყურადღება გამახვილდა სათვისტომოებისა და დიასპორული ორგანიზაციების უკეთ ფუნქციონირებისა და ქართულ სახელმწიფოსთან მათი კონტაქტების გაღრმავების თემაზე, დიასპორასთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაძლიერების კუთხით არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკაზე.

ბექა ოდიშარიამ ნიდერლანდებში მოღვაწე თანამემამულეებს გააცნო ქართული სახელმწიფოს მიდგომა და ხედვები დიასპორებთან ურთიერთობის საკითხზე, არსებული გამოცდილება და დიასპორული პოლიტიკა, საქართველოში მიმდინარე უახლესი პროცესები, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, რაშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქართული დიასპორა. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ ქართულ ემიგრაციასთან მიმართებით გასატარებელ ღონისძიებებს, დაგროვილ პრობლემებს, დიასპორაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

მსჯელობები, ასევე, გაიმართა დიასპორისა და მიგრაციის სხვა მნიშვნელოვან პრობლემატიკაზე, ერთობლივ სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე და საელჩოს წარმომადგენლები.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობასა და საპარლამენტო კომიტეტთან, სოციალური მედიით, აქტიური კონტაქტების დამყარებაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R