საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი სესიაშვილი ლიეტუვას სეიმის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 24 სექტემბერი 2019
ირაკლი სესიაშვილი ლიეტუვას სეიმის წევრებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ლიეტუვას სეიმის წევრებს შეხვდა, სადაც რუსული პროპაგანდის მიმართულებით არსებულ საერთო გამოწვევებზე, მისი გამკლავების გზებზე, ამ მიმართულებით ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე. სტუმრებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის მიმართ თავიანთი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა.

„ლიეტუვა ჩვენი ქვეყნის გამოკვეთილი მხარდამჭერია, რომელიც ყოველთვის, ყველა საერთაშორისო ფორმატში, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. ბალტიის ქვეყნების პარლამენტის წევრები ყოველთვის, ყველა დონეზე არიან ჩვენი პოლიტიკური მხარდამჭერები. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი საერთო გამოწვევა ეს არის რუსული პროპაგანდა, ფეიკ ნიუსები, რუსული პოლიტიკის მცდელობა შემოაღწიონ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ეს აწუხებს ბალტიის სამივე ქვეყანას მათ შორის, ლიეტუვასაც. მათ აინტერესებდათ ჩვენი გამოცდილება ისევე, როგორც ჩვენ გვაინტერესებს მათი გამოცდილება - თუ როგორ ებრძვიან ასეთი ტიპის გამოწვევებს. ჩვენ გავცვალეთ აზრები“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ლიეტუვას სეიმის წევრებთან შეხვედრაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, პაატა მხეიძეც მონაწილეობდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
08 ივნისი 2026

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R