საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი სესიაშვილი ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 მარტი 2020
ირაკლი სესიაშვილი ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის და ოფისის ხელმძღვანელის, როზარია პულისის შეხვედრისას.

აღინიშნა, რომ კომიტეტი და სამოკავშირეო ოფისი ინტენსიურად თანამშრომლობენ და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საინტერესო შეხვედრებს მართავენ. შეხვედრაზე მხარეებმა ის საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი ინიციატივები განიხილეს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე პერიოდში მუშაობს.

ირაკლი სესიაშვილმა სტუმარს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები გააცნო და პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის განსახილველი საკითხები წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ ასამბლეის ფარგლებში, კიევში ნატო-საქართველოს საპარლამენტო კომისიის სხდომის გამართვა იგეგმება, რომელზეც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვა მოხდება.

კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ნატოს სამოკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი და სამხედრო ოფიცერი დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
08 ივნისი 2026

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R