საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 21 აპრილი 2022
მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) წარმომადგენლებს - სამართლებრივი შესაბამისობის სამსახურის ხელმძღვანელს, ემილიანო სიმონელის და მთავრობებსა და ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოებთან ურთიერთობების სამსახური ხელმძღვანელს, ოლიმპია კარავასილის შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსთან საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე იმსჯელეს.


აღინიშნა, რომ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მოამზადებს, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე წლის სექტემბრამდე დაამტკიცებს.


მიხეილ ყაველაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში კომიტეტის ჩართულობაზე მზაობა გამოთქვა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


შეხვედრაზე მხარეებმა ანტიდოპინგური პოლიტიკის დღის წესრიგზე და იმ საერთაშორისო შეთანხმებების იმპლემენტაციაზე ისაუბრეს, რომლებიც დოპინგის საკითხებს არეგულირებს.


​WADA-ს ექპერტთა ჯგუფი საქართველოში 2021 წლის ოქტომბერშიც იმყოფებოდა.


​ვიზიტის ფარგლებში, ჯგუფმა „საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს“ საქმიანობა და სახელმწიფო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი შეაფასა და ქართული მხარისთვის რეკომენდაციები და მათი შესრულების ვადები განსაზღვრა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R