საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 16 იანვარი 2024
მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რობინ დანიგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კომიტეტისა და საელჩოს შორის თანამშრომლობის კარგ გამოცდილებაზე და მის ფარგლებში მომზადებულ ერთობლივ პროდუქტებზე. მიხეილ სარჯველაძემ მიმოიხილა უკანასკნელ პერიოდში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. მანვე ისაუბრა კომიტეტის პრიორიტეტებზე და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მხარებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით უკვე მიღწეული პროგრესი და ისაუბრეს 9 პრიორიტეტის განხორციელების დღის წესრიგზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა არსებულ მოტივაციას და მზაობას, რაც ითვალისწინებს პრიორიტეტების მუშაობის ინტენსიურ პროცესს გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი პრინციპების დაცვით.

თავის მხრივ, რობინ დანიგანმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიულოცა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და გამოხატა თანადგომა შემდგომი რეფორმების გატარების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და განვითარებისთვის საჭირო ორმხრივი მზაობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R