საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესი შეიცვლება

პლენარული სხდომები 16 ნოემბერი 2021
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესი შეიცვლება

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით 3-ის წინააღმდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მიიღო.

 

ორგანული კანონის პროექტით, წესრიგდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესთან, ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ფრაქციის წესდების შემუშავებასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების წესთან დაკავშირებული საკითხები.

 

პროექტის თანახმად:

• ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია;

• ახლად შექმნილი ფრაქციის რეგისტრაციისთვის პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების ვალდებულება ამოღებული იქნება და დარჩება მხოლოდ წესდების შემუშავების ვალდებულება;

• განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების ახლებური წესი;

• მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობის ჩამონათვალს ემატება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა;

• მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს ეყოლება 3 მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე;

 

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს გაეზარდოს მოადგილეების რაოდენობა.

 

კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარეს ფრაქციის პირველ სამ წევრზე ეყოლება ერთი მოადგილე, ხოლო შემდეგ ყოველ მეხუთე წევრზე დამატებით ერთი მოადგილე.

 

„წარმოდგენილი ცვლილებებით, იზრდება ფრაქციის როლი და სტატუსი და შესაბამისად, საკრებულოებშიც მოხდება პარლამენტის შესაბამისი რეგულირება. რაც შეეხება თანამდებობებს, თანამდებობების რაოდენობა, რომლებიც საკრებულოებში იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად, იგივე რჩება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს აქვს მეტი ხელფასი, ვიდრე ფრაქციის მოადგილეს და მცირდება სერიოზულად ფრაქციის თავმჯდომარეების რაოდენობა, ეს რაიმე სერიოზულ გავლენას ბიუჯეტის ზრდაზე არ მოახდენს, უფრო პირიქით, ბიუჯეტი გარკვეულწილად შემცირდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისივე განმარტებით, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცვლილებების მიღება ახლად არჩეული საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R