საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 06 აპრილი 2023
ნდობის ჯგუფის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს

„ჩვენი მხრიდან, - კანონმდებლებისგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმაღლეს შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, სადაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს.


უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2022 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიში წარადგინა; ნდობის ჯგუფს გრიგოლ ლილუაშვილმა უსაფრთხოების გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია და ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

„უსაფრთხოების სამსახური, ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა და არის უწყება, რომელიც გასულ წელს ყველაზე მეტჯერ წარსდგა ნდობის ჯგუფის წინაშე. ნდობის ჯგუფსა და უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობა უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, როგორც ფარული, ასევე ღია შემადგენლობის წარმომადგენლებს, რომელებიც 24 საათიან რეჟიმში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მუშაობენ. სამსახურის უფროსს, სამსახურის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას კანონმდებლების მხრიდან აქვთ და ყოველთვის ექნებათ სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფის ფორმატში, საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეაფასა და აღნიშნა, რომ უწყება პარლამენტთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე აქტუალურ საკითხებზე, უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ოკუპაცია, ტერორიზმი და სწორი მიგრაციული პოლიტიკა“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშს ნდობის ჯგუფის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R