საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია, მან ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში

მედია და საზოგადოება 03 ივლისი 2025
ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია, მან ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედ პრეზიდენტს პია კაუმას მისი ლიდერობისთვის და ძალისხმევისთვის, ეწარმოებინა კონსტრუქციული დიალოგი რთულ პირობებში და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ეგზისტენციალურ კრიზისშია და ეუთო-მ ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ვერ ახერხებს სხვა კონფლიქტების რეგულირებას.

„ჩვენი დებატების თემა არის ეუთო ჰელსინკიდან 50 წლის შემდეგ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ორგანიზაცია ახლა ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა. ის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის შექმნასაც ის ცდილობდა წევრი სახელმწიფოებისთვის, უკვე დანგრეულია. ჩემი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიები უკვე 17 წელია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვერაფერს ახერხებს სტატუს-კვოს შესაცვლელად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრის მცდელობაზე, გააჩუმონ და ორგანიზაციიდან გარიცხონ დელეგაციის ის წევრები, რომლებიც არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს.


„ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ასამბლეის რამდენიმე წევრმა წერილით მიმართა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, რომ ქართული დელეგაციის წევრები არ შემოეშვა ქვეყანაში. ეს არის სამარცხვინო ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო-ს და ზოგადად პარლამენტარიზმის პრინციპებს“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.


ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები. მისი თქმით, კომიტეტებში გამართულ დებატებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ქვეყნის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა და სრულად უგულებელყოფს ფაქტებს.

„თუ დღეს ხდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების შინაარსის დამახინჯება, სიცრუის გავრცელება და პიროტექნიკითა და „მოლოტოვის“ კოქტეილებით „შეიარაღებული“ თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა, ხვალ, ამავე ლოგიკით, შეიძლება გვიწოდონ სპილოები და თუ უმრავლესობას ეს ტერმინი მოეწონება, მაშინ მსგავსი აბსურდი შეიძლება რეზოლუციაში მოხვდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, მნიშვნელოვანია ყველა დარჩეს სიმართლისა და კანონის უზენაესობის მხარეს.

„მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ტყუილზე და ფაქტები ყოველთვის იმარჯვებს აღქმებზე. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ როდესაც მომავალ წელს ისევ შევიკრიბებით, უფრო პოზიტიურ მოვლენებზე კონცენტრირებას შევძლებთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R