საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 09 ივნისი 2023
ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კრისტიან კამბონს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების, ასევე, ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

შეხვედრისას ისაუბრეს ნატო-ს გაფართოებაზე და საქართველოს მიერ ერაყში, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიებში შეტანილ წვლილზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან კონტრიბუტორს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, მხარეებმა, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეცვლილ განწყობებზე და აღვნიშნეთ, რომ ახლა ყველა ხვდება ამ საკითხის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ფრანგმა კოლეგამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს წევრობისათვის მკაფიო სამოქმედო გეგმა და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტიდან, დავით სონღულაშვილი და ელისო ბოლქვაძე მონაწილეობდნენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა
22 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
22 ივნისი 2026

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R