საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძემ ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა

მედია და საზოგადოება 18 სექტემბერი 2025
ნიკოლოზ სამხარაძემ ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში იმყოფება, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ასეანი) საპარლამენტო ასამბლეის რიგით 46-ე ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობს, რომელიც ინკლუზიური ზრდისა და მდგრადი განვითარების საკითხებს ეძღვნება.


ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ასეან-ის წევრ ქვეყნებთან ტურიზმის, კულტურის, გარემოს დაცვისა და განათლების სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობას მთლიანად ევრაზიისთვის.


ნიკოლოზ სამხარაძემ რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა აქტორების მიერ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფაზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრა.


სიტყვით გამოსვლისას, მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ქართველების უფლებების შელახვაზე, საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების გატაცებასა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქართველების გამოძევებაზე გაამახვილა ყურადღება.


„მსურს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ძალისხმევისკენ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დასაცავად და მადლობა გადავუხადო ასეან-ის ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საპარლამენტო დიპლომატიის ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროცესში როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ დონეზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.


ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა.


მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კანონის უზენაესობის, ბიზნესის წარმოების სიმარტივის, მთავრობის ეფექტიანობისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საერთაშორისო რეიტინგებში, რაც ქვეყნის სწრაფ ინსტიტუციურ და ეკონომიკურ წინსვლას ასახავს.


მან ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.


​საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი და რეგულარულად მონაწილეობს მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R