საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის ქმედითი მხარდაჭერისკენ მოუწოდა

მედია და საზოგადოება 25 თებერვალი 2022
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის ქმედითი მხარდაჭერისკენ მოუწოდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

 

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ერთიანი უსაფრთხოება ნიშნავს იმას, რომ თუ ცალკეული ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე, მაშინ მთელი ევროპის უსაფრთხოება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს და ეუთო-ს დამფუძნებელ აქტს. დღეს ვიხილეთ ევროპაში საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის მაგალითი," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

 

„მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესი და ყოველდღიურად აგრძელებს პროვოკაციებს, რაც იწვევს ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაციას. ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებსა და ვენახებში მავთულხლართების გავლება, საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელების დაკეტვა, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებები და უკანონო დაკავებები, ქართველი ბავშვებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლების ჩამორთმევა, ქართული სოფლებისთვის სახელების გადარქმევა და ქართული კულტურული კვალის წაშლა - ეს ყველაფერი, საქართველოს ისტორიული მხარეების ოკუპაციის შედეგია. უნდა დავეთანხმო ჩემს უკრაინელ კოლეგას, რომ ეს ომი არ წარმოებს მხოლოდ დონბასის, ან რუსულენოვანი უმცირესობის გამო, ეს ომი მიზნად ისახავს როგორც უკრაინის, ასევე, საქართველოს და სხვა სახელმწიფოების დამოუკიდებლობის განადგურების მცდელობას,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მისი განცხადებით, რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი რეაგირების არარსებობა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

 

„ეუთო-ს როლი ევროპაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნების პროცესში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. უნდა ვიმოქმედოთ ახლავე!“ - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R