საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო ბურჯანაძე:

მედია და საზოგადოება 14 ივლისი 2006
ნინო ბურჯანაძე:

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ კოლეგებს აშშ-ში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავისი გამოსვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. "გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ჩვენივე მოთხოვნით, დავაფიქსირეთ პოზიცია, რომელიც საქართველოსთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. თავისთავად, უპრეცენდენტო მოვლენა იყო პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რადგან გაერო სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციაა და, როგორც წესი, ამ ფორუმებზე - ასამბლეაზე, თუ უშიშროების საბჭოზე, სიტყვით გამოდის ქვეყნის მეთაური ან  მთავრობის წარმომადგენელი. თუმცა, ჩვენ მოგვეცა ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა, რათა უშიშროების საბჭოს წინაშე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინა საქართველოს პოზიცია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა მწვავე, მაგრამ ობიექტური იყო. ამას რუსი კოლეგების აღშფოთება მოჰყვა. "გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩემი გამოსვლის მთავარი ამოცანა იყო  გაეროს უშიშროების საბჭოს, როგორც მუდმივ, ისე არამუდმივ წევრთათვის მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მიმეწოდებინა საქართველოში და, კერძოდ, აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, თუ რა არის საქართველოს პარლამენტის მიერ  სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალებთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი. ჩვენ ვემზადებით ანალოგიური გადაწყვეტილებისთვის აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებით, - აღნიშნა მან.
ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა რუსეთის სამშვიდობოების საქართველოში ყოფნის მიზანშეწონილებაზეც. მისი თქმით, როდესაც რუსი სამშვიდობოები  კონფლიქტის ზონაში შევიდნენ, სხვა რეჟიმი იყო. მათი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა. დღეს კი, სულ სხვა რეჟიმია. ამას ემატება სრულიად სამართლიანი პრეტენზიები რუსი სამშვიდობოების მიმართ. ისინი არ ასრულებენ მანდატით მინიჭებულ მოვალეობებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში 2000-მდე ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 5-6 ათასი სახლი დაიწვა. ის ფაქტი, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთ ანიჭებს რუსეთის მოქალაქეობას, ხოლო რუსი სამშვიდობოები აცხადებენ, რომ იცავენ საკუთარი მოქალაქეების უფლებებს, დასტურია იმისა, რომ ისინი ვერ იქნებიან ობიექტურნი. „12 წლის განმავლობაში ველოდით კონფლიქტის დარეგულირებას. ქართულმა მხარემ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ მოუწოდა რუსეთს ობიექტური და პოზიტიური ცვლილებებისკენ. თუმცა, ამის ნაცვლად, კონფლიქტის ზონებში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. რუსი სამშვიდობოები ასრულებენ მესაზღვრეთა ფუნქციებს, რომლებიც ყოფენ მოსახლეობას აფხაზებად და ქართველებად. ეს ძალები ხელს უშლიან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. ჩვენი მიზანი კი, სწორედ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა“, - თვლის ნინო ბურჯანაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის წარმომადგენელთა მხრიდან მისი გაეროში გამოსვლის არაადეკვატურ შეფასებებზეც ისაუბრა. „სიტყვის ძირითად ნაწილში ჩვენ ვთქვით ყველაფერი, რისი თქმაც გვსურდა. ჩემი გამოსვლა მიზნად ისახავდა საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას, თუ რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით“,-  აღნიშნა მან.
პარლამენტის თავჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღვოდა ნიუ-იორკში ვიზიტს: მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმატებით დასრულდა. ეუთო-ს რეფორმირებასთნ დაკავშირებით საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მათ მიერ

 

შეთავაზებული რეზოლუციის რეალიზება მოხდება და ეუთო-ს მოქმედი პრეზიდენტი შეძლებს ხელი შეუწყოს ორგანიზაციის რადიკალურ რეფორმირებას.
რუსეთის დელეგაციამ ყველა პროცედურისა და რეგლამენტის დარღვევით სცადა კომიტეტის სხდომაზე დაებლოკა აღნიშნული რეზოლუციის  მიღება, რის მიზეზადაც მათ ეუთო-ს არსებული სქემის შესაძლო ნგრევა დაასახელეს. „ეს სქემა ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რეალურად არ ხორციელდება. ეუთო-ში არის საკმაოდ სერიოზული ჯგუფი, რომელსაც არ აწყობს ამ ორგანიზაციის ეფექტურობა. რუსეთმა თავის დროზე დაბლოკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული სტრუქტურა ეუთო-ში, რომელიც განკუთვნილი იყო საზღვრის მონიტორინგისთვის საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე“, - თვლის ნინო ბურჟანაძე და აცხადებს, რომ მის მიმართ გამოთქმული ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ ეუთო-ს ტრიბუნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად გამოიყენებდა. „საპროგრამო სიტყვაში განვაცხადე, რომ ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ვერ მოახერხებს საერთაშორისო ორგანიზაციის ღირსეულად წარმოჩენას. მე არ დამიმალავს არცერთ ფორუმზე, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვაპირებდი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და რეალური ცვლილებების შეტანას ამ ორგანიზაციაში, რაც იყო ჩემი, როგორც საქართველოს წარმომადგენლის მიმართ გაჩაღებული ანტიკამპანიის მიზეზი“ - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R