საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო იობაშვილი: „შვეიცარია არის საქართველოს დიდი მეგობარი და საერთაშორისო ასპარეზზე გულმხურვალე მხარდამჭერი“

მეგობრობის ჯგუფები 30 ივნისი 2022
ნინო იობაშვილი: „შვეიცარია არის საქართველოს დიდი მეგობარი და საერთაშორისო ასპარეზზე გულმხურვალე მხარდამჭერი“

შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო იობაშვილი ჯგუფის წევრებთან, მარიამ ლაშხთან და ხათუნა კვიციანთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებებისა და სამშვიდობო პოლიტიკის დეპარტამენტის პროგრამების მენეჯერს, ქრისტოფ შპეტის შეხვდა.


მხარეებმა შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა როგორც საპარლამენტო თანამშრომლობის ასევე, სექტორული მიმართულებით კავშირების გაძლიერებაზე.


შეხვედრისას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.


საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია. ქართველმა კანონმდებლებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რასაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს, როგორც ჰუმანიტარული ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით.


პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მრჩეველი ადამიანის უფლებებსა და სამშვიდობო საკითხებში არმინ რიზერი და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ოფიცერი, მედეა ტურაშვილი.


შვეიცარული მხარე საქართველოში მცხოვრები უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდა. ქართველმა კანონმდებლებმა სტუმრებს ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე და ცალკეულ შემთხვევებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.


შეხვედრისას, მიმოიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. საუბრისას ხაზი გაესვა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების მნიშვნელობას.


„ჩვენ მადლობა გადავუხადეთ შვეიცარულ მხარეს, საქართველოს დიდ მეგობარს და საერთაშორისო ასპარეზზე გულმხურვალე მხარდამჭერს, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მედიაციის სახით, შვეიცარიას აქვს დიდი როლი. ეს ეხება ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნინო იობაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R