საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო იობაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აბრეშუმის გზის ჯგუფის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 19 ოქტომბერი 2022
ნინო იობაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აბრეშუმის გზის ჯგუფის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ნინო იობაშვილმა თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აბრეშუმის გზის ჯგუფის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.


კონფერენცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის, სელამი ალთინოქისა და აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელის, აბრეშუმის გზის ჯგუფის თავმჯდომარის აზაი გულიევის მიერ იყო ორგანიზებული.


ღონისძიების მონაწილეები იყვნენ ამავე ჯგუფის წევრები ასამბლეის სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის მთავარი განსახილველი თემას კრიზისის პერიოდში ენერგო და კვებითი რესურსების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენდა.


მონაწილეებს ვიდეო მიმართვების მეშვეობით მიმართეს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ევროკავშირის ენერგო საკითხების კომისარმა კადრი სიმსონმა, ასევე თურქეთის პარლამენტისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პირებმა.


ნინო იობაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე გამართულ დებატებში. მან ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ენერგორესურსების და კვებითი რესურსების მიწოდების უწყვეტობის საკითხზე, ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში. აღნიშნა, რომ დაკავშირებადობა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.


ნინო იობაშვილმა ასევე ისაუბრა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე, ასევე საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და მიმდინარე რეფორმებზე კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ისაუბრა არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ დონეზე და ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე.


დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს აბრეშუმის გზის ჯგუფის სტამბოლის დეკლარაცია, რომელშიც დაკავშირებადობის სხვა საკითხებთან ერთად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაც აღინიშნა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R