ნინო ლაცაბიძე: თვითმმართველობების გაძლიერებისთვის მეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ

ნინო ლაცაბიძემ სხდომის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ შესრულების მდგომარეობის შესახებ“ და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თაობაზე.
მისი თქმით, კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე მუშაობს, შეიმუშავებს დოკუმენტს, რომლითაც მუნიციპალიტეტები გარკვეულწილად იხელმძღვანელებენ და შეძლებენ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მეტი ადამიანის ჩართულობა უზრუნველყონ.
სხდომაზე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან მოისმინეს ინფორმაცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონების იმპლემენტაციის პროცესში შესაძლო ხარვეზების, პრობლემების და მათი აღმოფხვრის საჭიროებების შესახებ.
