ნინო წილოსანი ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 27 მაისი 2026

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პანკისის ხეობის ტრადიციებს, ასევე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებს და ახალგაზრდების განათლების შესაძლებლობებს.
„დღეს, პარლამენტში, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალებს შევხვდი, რომლებიც ადგილზე ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობებში. დავგეგმეთ ჩვენი მომდევნო შეხვედრა, რომელიც პანკისში გაიმართება. მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.
