საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 02 ივნისი 2021
PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

 

შეხვედრისას, ქართველმა კანონმდებლებმა ქვეყანაში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

 

ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ როგორც სასამართლო ასევე, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ამ კუთხით, ხელისუფლების მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე.

 

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

 

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ევროპელ სტუმრებს, მათ შორის, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასასრულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

 

„ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან წამოწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს ისტორიაში, ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საარჩევნო რეფორმას მხარს უჭერს პრაქტიკულად, ყველა რაციონალური პოლიტიკური სუბიექტი. შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. გვაქვს მზაობა გავაანალიზოთ გატარებული რეფორმები, რათა კვლავაც დავგეგმოთ ახალი ნაბიჯები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.

 

ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R