საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2013
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

 

შეხვედრაზე, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის სამოქალაქო საზოგადოების აგრარული პოლიტიკისა და სოფლის განვითარების ქვეჯგუფის წევრებთან გამართა, "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ კანონპროექტის დეტალური განხილვა შედგა. 

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და პარლამენტში მისი განხილვის პროცედურა მალე დაიწყება. მანამდე კი კანონპროექტის პრეზენტაცია პარლამენტში უკვე შედგა, იგი არაერთგზის განიხილეს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. დღევანდელი სამუშაო შეხვდრაც ამის დასტური იყო.
კანონპროექტის თაობაზე ორგანიზაციაში შემოსული წინადადებები და შენიშვნები შეკრებილთ აგრარული პოლიტიკისა და სოფლის განვითარების ქვეჯგუფის კოორდინატორმა კახა ნადირაძემ გააცნო. დისკუსიაში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეკრებილთა აზრით, კანონპროექტის შემუშავება ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც მრავლადაა წვრილი მეურნეობები, სიკეთის მომტანი უნდა იყოს. მათი აზრით, კოოპერატივების შექმნა ქართული დაწვრილმანებული სოფლის მეურნეობის გამსხვილების და განვითარების წინაპირობა უნდა გახდეს. თუმცა შეხვედრაზე კანონპროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით შენიშვნებიც გამოითქვა, რომლებზეც გიგლა აგულაშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებასაც მიაღწიეს.
„შეიძლება ზოგიერთი საკითხი პასუხგასაცემი დარჩა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კანონპროექტის დამუშავების და პარლამენტში მისი განხილვის პროცესში ურთიერთგაგებას მივაღწევთ“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მისი თქმით, შენიშვნები ეხება სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭებასთან, მართვასა და მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს, სახელმწიფოს როლს ამ პროცესებში და ა.შ.
„დღეს განსახილველი საკითხებიდან აღვნიშნავდი სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭებასთან, მართვასა და მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს. დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმაც, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი – პროცესების მართვა უზრუნველყოს სახელმწიფომ თუ კოოპერატივების ასოციაციამ, არასამთავრობო სექტორმა. იმის გამო, რომ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები ისარგებლებენ შეღავათებით და პროგრამული დახმარებით სახელმწიფოსაგან, გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება სახელმწიფოს როლი უფრო გამოკვეთილი უნდა იყოს. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ წევრობაზე დაფუძნებულ ასოციაციას მიანდოს ეს ფუნქცია, მაგრამ გამოითქვა მოსაზრებაც, რომ აქ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს უფრო მეტი როლი. თუმცა აქ, დარბაზშიც ხმები გაიყო. ვნახოთ, პარლამენტი იმსჯელებს ამაზე“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი ასევე იყო კოოპერატივების წევრობის და ფინანსურ–ეკონომიკური საკითხები. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაზე ყურადღების მიღმა არც ერთი შენიშვნა არ დარჩება, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე გამოითქვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R