საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დელეგაციამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-10 პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 22 თებერვალი 2023
პარლამენტის დელეგაციამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-10 პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, კიშინიოვში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა.

ასამბლეის ფარგლებში გაიმართა დებატები თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ. ახალი რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი, გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომლის ფარგლებშიც ასამბლეის წევრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის გარეშე შეუძლებელია. ცხადია, რომ საჭიროა აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული სტრატეგიული ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები, იმისათვის რომ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა პლენარული სესიის მთავარ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა.


მან ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ პროგრესზე, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით და შემდგომი ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებაზე.

„საქართველო ახორციელებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციას. ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ დავიშურეთ ძალისხმევა რეკომენდაციების შესასრულებლად და გვაქვს ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით. რეკომენდაციების შესრულების პარალელურად, ვაგრძელებთ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას, რათა საქართველო უფრო მეტად გახდეს თავსებადი ევროკავშირთან. პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნათლად არის ასახული ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევის და გაწეული მუშაობის შესაბამისად, საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გავაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ კომიტეტების მიერ შემუშავებული რეზოლუციები მიიღო, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების მიერ წარდგენილი წინადადებები აისახა.

პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუცია ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კარგი მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

• რეზოლუცია მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას მოლდოვასა და უკრაინისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ასევე, უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
• რეზოლუციაში ასევე, საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე სხვადასხვა მიმართულებით და მოუწოდებს ევროკავშირს, გაფართოების პროცესი განხორციელდეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის შესაბამისად და შეფასებისას მხედველობაში იქნას მიღებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ განხორციელებული რეფორმები.

• რეზოლუცია ასევე ეხმაურება უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებს და მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მიესალმება ევროკავშირის უპირობო მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საპარლამენტო ასამბლეამ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის მაია ბითაძის თანაავტორობით მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებასთან, სწორედ ამიტომ, საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება.

„ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამიტომ მწვანე ენერგიაზე გადასვლა უნდა განიხილებოდეს როგორც პასუხი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ევროკავშირის ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც სამწუხაროდ, ბოლო 30 წელში გამოიარა სამხედრო აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო რუსეთის ბუნებრივ აირზე, რომელმაც 2006 წელს გამოსცადა ენერგეტიკული ემბარგო და 2008 წელს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია. სამხედრო ოკუპაცია კვლავ გრძელდება და საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სამწუხაროდ, საქართველოსთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. სწორედ ამიტომ და ასევე, კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, საჭიროა მიღებულ იქნეს ყველა ზომა, როგორც ევროკავშირის ისე აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიერ, რათა უფრო სწრაფად მოხდეს მწვანე ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, რათა შეიქმნას ტექნიკური შესაძლებლობები დამაკავშირებელი პროექტებისათვის, მათ შორისაა საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში“, - განაცხადა რეზოლუციის თანაავტორმა მაია ბითაძემ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 2023 წლის 19-21 თებერვალს კიშინიოვში გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას წარმოადგენდნენ: მაკა ბოჭორიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R