პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში სამუშაო შეხვედრას დაესწრო
მაჟორიტარი დეპუტატები 09 მაისი 2018

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტის“ ტრენინგ-ცენტრში, ა(ა)იპ "მომავალი იწყება დღეს", ა(ა)იპ "ქალი, ბავშვი და სოციუმისა" და ა(ა)იპ „უსინათლოთა ხმის“ ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
პოლონური კომპანია ALTIX-ის პრეზიდენტმა, ადამ კალბარჩიკმა დაინტერესებული პირების ინფორმირებისთვის შეხვედრა გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონში მცხოვრები უსინათლო პირების განათლების, რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დასაქმების მხარდაჭერა - პოლონური გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების მეშვეობით.
