საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება

მედია და საზოგადოება 05 სექტემბერი 2022
პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.


„ჩვენ ხვალ გავხსნით საშემოდგომო სესიას და ყველას გისურვებთ წარმატებულ საპარლამენტო საქმიანობას. იცით, რომ ეს სესია იქნება საკმაოდ დატვირთული მნიშვნელოვანი საკითხებით, მათ შორის 12 რეკომენდაცია, რომელზეც პარლამენტმა საკანონმდებლო სახით პროდუქტები უნდა მიიღოს. ყველას გისურვებთ წარმატებულ სესიას და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში იქნება კონსტრუქციული გარემო. იმედია, ამ სესიას როცა დავხურავთ და გადავხედავთ ჩვენს საშემოდგომო საქმიანობას, ყველა ვიქნებით კმაყოფილი და შეჯერებული, რომ კარგი შედეგი მივიღეთ“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს.


მისი ინფორმაციით მიმდინარე კვირაში პარლამენტი რამდენიმე უწყების ანგარიშს განიხილავს:
სამშაბათს, 6 სექტემბერს პოლიტიკური განცხადებებისა და კანონპროექტების განხილვის შემდეგ, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოისმენს.
ოთხშაბათს, 7 სექტემბერს დეპუტატები კანონპროქტებზე, მათ შორის, დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებენ.
„ევროში გადახდის სისტემასთან მიერთებასთან დაკავშირებით არის ვრცელი პაკეტი წარმოდგენილი. ოთხშაბათსვე 2020 წლის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის, ხუთშაბათს კი ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშისა და კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის ანგარიშის მოსმენა გვექნება. პარასკევს გვექნება სხდომა, სადაც განვიხილავთ დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


დღესვე ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა.


ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს შორისაა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას ეხება. „საკანონმდებლო პაკეტი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთს შეეხება, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის პროაქტიულად ასახვას სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების და მართლმსაჯულების პროცესში, ზოგადად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს შორისაა ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები; „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები; პარლამენტის რეგლამენტის პროექტი; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი; „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ევროში გადახდის სისტემასთან მიერთების საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტები.


„ევროში გადახდის სისტემასთან მიერთების პაკეტი საკმაოდ მოცულობითია, თუმცა მნიშვნელოვანია, პარლამენტმა მიმდინარე კვირას მიიღოს ეს სამივე პაკეტი, ვინაიდან არის გარკვეული ვადები ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისთვის ამ სისტემასთან მიერთების კუთხით. გთხოვთ ყველას, ინტენსიურად ვიმუშაოთ, რომ ეს პაკეტი მიმდინარე კვირას მივიღოთ“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს. მან მადლობა გადაუხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს და საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობისთვის.


ბიუროს სხდომაზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში გასვლა მიულოცეს. „ევროპის 8 გუნდში გასვლა ნიშნავს, რომ , ფაქტობრივად, მსოფლიოს ტოპ 8 გუნდში არის საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, ასევე მინდა, კალათბურთელთა ნაკრებსაც მომავალ კვირას მივულოცოთ მეოთხედ ფინალში გასვლა“, - განაცხადა საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ბოლო დღეებში ხანძრებთან ბრძოლაში ჩართული სამსახურების წარმომადგენლებს - მეხანძრე-მაშველებს, ჯარისკაცებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს და რეზერვისტებს მადლობა გადაუხადა.


„ეს დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გუშინ, დედაქალაქის შემოგარენში იყო ხანძრები და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, რეზერვისტებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მინდა მათ გადავუხადო, რომ ასეთი შრომა გაწიეს და დაიცვეს როგორც ჩვენი ბუნება, ისე მოსახლეობა ამ საფრთხისგან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


2022 წლის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ 12 საათზე გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R