საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესა და  დელეგაციას გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ

თავმჯდომარე 21 თებერვალი 2022
პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესა და  დელეგაციას გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მუსტაფა შენთოფს და დელეგაციას გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, ასევე, თურქეთის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი სრულდება.

 

მხარეებმა  თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

 

ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებასა და  ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე, რომელსაც მუსტაფა შენთოფის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

 

მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.

 

ხაზი გაესვა ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების წარმატებულ პრაქტიკას.

 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ხაზი გაესვა უკრაინაში დეესკალაციის აუცილებლობას და ომის თავიდან არიდებას.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფს მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

 

თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R