საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა

თავმჯდომარე 18 თებერვალი 2021
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვენდი მორტონის საქართველოში ვიზიტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართული შეხვედრა, რომელსაც კახაბერ კუჭავაც ესწრებოდა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს ორ ქვეყნას შორის არსებული პოლიტიკური და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე. მარკ კლეიტონის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. დამატებით, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

როგორც კახაბერ კუჭავამ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში არსებული მეგობრობის ჯგუფები აქტიურად იქნება გამოყენებული, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა, საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის (WFD) მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და პროექტების მნიშვნელობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ქალბატონი მარგარეტ ბელოფი და კახაბერ კუჭავას სამდივნოს მთავარი სპეციალისტი, თამარ გელდიაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R