საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ნატალია ვუტოვას შეხვდა

თავმჯდომარე 24 მარტი 2021
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ნატალია ვუტოვას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში პარლამენტის ჩართულობაზე, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის გეგმებზე.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზაობა აქტიურად გაგრძელდეს საქართველოსთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტების ფარგლებში.

„შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტების მიმდინარეობასა და ამ პროცესში პარლამენტის ეფექტურ ჩართულობაზე. საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს აღნიშნული პროექტების განხორცილებას, რათა დასახული მიზნები წარმატებით იქნას მიღწეული. შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის გეგმები და ჩვენი დელეგაციის წევრების მიერ ინიცირებული შუამდგომლობები შესაბამისი თემატური რეზოლუციებისთვის. საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ევროპული დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ვფიქრობ, ასევე დარჩება მომავალშიც. ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს მადლობა გადავუხადე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და იმ აქტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან“, - აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.

საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის 2024 წელს შეტანა წარმოადგენდა.

„შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საქართველო რჩება ერთგული მისი ევროპული არჩევანის და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა 2024 წელს შევიტანოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში წევრობის თაობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R